სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მედია-პროექტ “ეტალონში”
ამ დღეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მიწვეული იყო მედია-პროექტ “ეტალონში”.
მედია-პროექტ “ეტალონის” წამყვანმა და ავტორმა ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა გადაწყვიტა იანვრის თვის გამორჩეული გადაცემებიდან ერთ-ერთი მთლიანად დაეთმოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს, რადგან იგი გამოირჩევა სწორი მენეჯმენტითა და ინოვაციური პროექტებით. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მედია-პროექტ “ეტალონის” ჯგუფთან.
გადაცემაში მონაწილეობდნენ სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები, ამავე ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი, სწავლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი გიორგი აბრამიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე გადაცემაში მოწვეული იყო სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პარტნიორი კომპანია “თეგეტა” მოტორსის დირექტორი გიორგი მშვილდაძე, რომელმაც გამარჯვებულს საჩუქრები გადასცა.
გადაცემა გავა სამაუწყებლო კომპანია “იმედის” ეთერში, კვირას, 30 იანვარს, 17:45 საათზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.