საქართველოსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის
სამეცნიერო-კვლევითი ხელშეკრულებაგაფორმდა
14 იანვარს, სტუ-ში ხელი მოეწერა საქართველოსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევით ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში (ყოფილი საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი) დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების კვლევას.
აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ზემოხსენებულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას და საქართველოში კოსმოსური ტექნოლოგიების, როგორც მეცნიერებატევადი მოწინავე დარგის შემდგომ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების შესრულება დაწყებულია 2010 წლის ნოემბრიდან.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.