30 ნოემბერს, სტუ-ში გაიხსნა ტექნოლოგიის ტრანსფერის და ტექნოლოგიის ლიცენზირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: “როგორ შევადგინოთ კომერციული კვლევითი ხელშეკრულებები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროს კომპანიებსა და საქართველოს აკადემიურ ლაბორატორიებს შორის”. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დამფინანსებელი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა. შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი და ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.