18-19 ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის ე.წ. შეხვედრების ოთახში ჩატარდა ევროკომისიის ექსპერტების შეხვედრა უნივერსიტეტის იმ მეცნიერებთან, რომლებიც ამზადებენ საპროექტო წინადადებებს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის მომავალ კონკურსებში. მოწვეულნი იყვნენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EXTEND პროექტის კოორდინატორები, უკრაინაში ევროკომისიის საინფორმაციო საკონტაქტო პირი და კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მოცემული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპელი ექსპერტების გამოცდილების გამოყენება, კონტაქტები და ქართველi მეცნიერებისათვის პარტნიორების მოძიებაში დახმარება, ხელშეწყობა პროექტების მომზადებაში, მათ წარდგენაში და ა.შ.
სემინარის დროს ჩვენმა სტუმრებმა წარმოადგინეს ინფორმაციული ხასიათის პრეზენტაციები, რომლებიც საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. ამასთან ერთად, დაგეგმილი იყო ქართველ მეცნიერთა მოხსენებების წარმოდგენა საპროექტო წინადადებების ფარგლებში (დაახლოებით 20 პრეზენტაცია).
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.