უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში
23-24 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემპიონატი პროგრამირებაში ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის. ჩემპიონატი თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში ტარდება და თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს მოიცავს.
24 ნოემბერს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (გუნდური) და, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. 26 ნოემბერს იგეგმება სამხრეთ კავკასიის სტუდენტთა ღია ჩემპიონატი (პირადი), 27 ნოემბერს კი გაიმართება ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოება და საზეიმო დახურვა.
ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. ჩემპიონატს ატარებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია, ასოციაცია ACM (association for computing machinery).
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.