12 ნოემბერს, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს ,,კვარციტს’’ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და შპს ,,კვარციტის’’ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი პერსპექტიული განვითარებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შექმნა.
შპს ,,კვარციტი’’ სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ორი წარჩინებული სტუდენტისათვის აწესებს სპეციალურ სტიპენდიას, უზრუნველყოფს აგრეთვე სტუ-ს სტუდენტებისათვის ყოველწლიური პრაქტიკის გავლას კვარციტის საწარმოში, ხოლო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მიიღებს კურსდამთავრებულს სტაჟირებაზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.