27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (STCU) ორგანიზებით სემინარი გაიმართა. სემინარი ეძღვნებოდა საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მეცნიერების კომერციალიზაციასა და საქართველოს მეცნიერების კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. სხდომის სპიკერებმა STCU-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ვიქტორ კორსუნს, რომელიც სხდომას უძღვებოდა, წინასწარ გაუგზავნეს ე. წ. SWOT-ანალიზი, რომელშიც წარმოდგენილი იყო მათი შეხედულებები საქართველოში მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სემინარზე SWOT-ანალიზების განხილვა მოეწყო.
28 ოქტომბერს სემინარი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. საქართველოს სავაჭრო პალატის დახმარებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეული ბიზნესის წარმომადგენლები მეცნიერებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის კომერციალიზაციის დეპარტამენტმა შერჩეული საპროექტო წინადადებები წარმოადგინა. მეცნიერებმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ნოუ-ჰაუ, საქმიანი წინადადებები და იდეები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.