სტუ-ს პროფესორის სალექციო კურსები „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში
სტუ-ს პროფესორის სალექციო კურსები „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში
12-05-2015
4 მარტიდან 6 მაისამდე სტუ-ს ასოც. პროფესორმა ხათუნა ჩაფიჩაძემ „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში - AGH University of Science and Technology (კრაკოვი, პოლონეთი) როგორც მოწვეულმა პროფესორმა, ორი სალექციო კურსი წაიკითხა.
სალექციო კურსების თემატიკა მოიცავდა კავკასიის საკითხებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული იდენტობის კონტექსტში და ნეოლიბერალიზმსა და გლობალიზაციას.
პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, სტუ-ს პროფესორმა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გააკეთა პრეზენტაციაც, თემაზე: „რადიკალური ნეოლიბერალური პოლიტიკიდან სოციალური დაცვის რეფორმებისკენ საქართველოში“.
ქართველი პროფესორი, ასევე, შეხვდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს, პროფ. იანუშ მუჰას და დეკანის მოადგილეს თანამშრომლობის დარგში, დოქტორ ანნა მალეცკას. შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აგჰ“ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საკითხები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.