სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში
სტუ-ს პროფესორის ლექციები „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში
12-11-2015
8 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე, ერაზმუს მუნდუსის INFINITY გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, „ვსბ“ ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში (VŠB - Technical University of Ostrava) (ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ჩაფიჩაძემ წაიკითხა ლექციების კურსი, რომლის თემატიკა მოიცავდა საქართველოსა და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ნეოლიბერალური პოლიტიკის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინტეგრაციული პროცესების აქტუალურ საკითხებს.
ლექციების კურსი, ასევე, ეხებოდა საქართველოს გამოცდილებას ნეოლიბერალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების/პოლიტიკის განხორციელების კუთხით, სპეციალური ფოკუსით ფისკალურ პოლიტიკასა და სახელმწიფო ხარჯებზე და ფემინისტურ ეკონომიკას ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ და ადგილობრივ ეკონომიკაში - ნეოლიბერალური ინტერვენციის საპირისპიროდ.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისას ქართველმა პროფესორმა 12 - 16 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ “ოსტრავას მე-6 საერთაშორისო კვირეულში“ და ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, დოქტორ მარია იაშკოვას და სტუდენტთა მობილობის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ლენკა ფაბიკოვას. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტ „ვსბ“- ს შორის თანამშრომლობისა და შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საკითხები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.