საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
1 ოქტომბერს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი ეწვია.
მინისტრთან შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუ-ს უწევს.
სამინისტრომ სტუ-ს გადასცა 150 000 დოლარის ღირებულების ასფალტბეტონის ლაბორატორია, რომელიც ასფალბეტონის თვისებების სრულყოფა-გამოკვლევას უზრუნველყოფს. პარალელურად განხორციელდება სარემონტო სამუშაოები ლაბორატორიის მოსაწყობად. წლის ბოლომდე გათვალისწინებულია სასწავლო ინვენტარით (ავეჯი) აუდიტორიების აღჭურვა (5 აუდიტორია – 80 სტუდენტზე).
აღსანიშნავია, რომ სამინიტროს შეძენილი აქვს და წლის ბოლომდე სტუ-ს გადასცემს ცემენტბეტონის თანამედროვე ლაბორატორიას (150 000 ლარის ღირებულებით), რაც უზრუნველყოფს ცემენტბეტონის სრულფასოვან კომპლექსურ გამოკვლევას და ლაბორატორიული ცდების ჩატარებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.