უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები სტუ-ში
23 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა უცხოეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებთან. ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროფ. ჯემალ ხუბუა, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი (შვეიცარია); პროფესორი ხუბუა ხელმძღვანელობს ევროპის ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტში დაგეგმილ ექსპერიმენტ „ატლასში“ მონაწილე საქართველოს გუნდს. პროფ. ოთარ მგალობლიშვილი, ლივერპულის ჯონ მურის სახ. უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ზოგადი ინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და პროფ. ქართლოს ყაჭიაშვილი, ქ. ლაჰორის (პაკისტანი) აბუ სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა.
ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ და განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვის შესაძლებლობები ხსენებულ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტობა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.