პირველ სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, რომლებიც სტუ-ს აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოწვეული სტუმრები. პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა კონსტიტუციის კანონის პროექტის ცვლილებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის არგუმენტები, რამაც განაპირობა ცვლილებები საკონსტიტუციო პროექტში.
შეხვედრაზე გაიმართა დებატები. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.