“ევროკომისიის ჩარჩო - პროგრამების გაცნობა - ტრენინგი ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”
1 ივლისს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო - პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”
სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ ევროპელი ექსპერტები: რაფაელ კოუმერი (Raphael Koumeri) და კოსტას სამიოტისი (Kostas Samiotis).
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისათვის გაეცნო საერთაშორისო ფონდების საქმიანობა და მათთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, ასევე ევროკომისიის პროექტების მომზადება, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და სხვა.
სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოს სამეცნიერო ცენტრებიდან.
სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ზემოჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ სპეციალური კითხვარის საშუალებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.