12.10.07 სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ტრენინგ-ცენტრის სპამგო პრეზენტაცია გაიმართა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის, ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოების, საქართველოს გარემოსდაცვისა და განათლების სამინისტროების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სტუ-ს რექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები. პროექტი სპაგმო – საჯარო მოხელეებისა და მედიის შესაძლებლობების განმტკიცება საქართველოში ხორციელდება ნოტინჰემის უნივერსიტეტის, ადელფის კვლევითი ცენტრის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გარემოსდაცვის სექტორში მომუშავე მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და მასმედიის იმ თანამშრომლების შესაძლებლობების განმტკიცება, ვის მოვალეობებშიც შედის საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.