4 ივნისს, თეატრ-სტუდია “მოდი-ნახეს” დარბაზში, გაიმართა ცნობილი მსახიობისა და სტუ-ს კურსდამთავრებულის, მურმან ჯინორიას შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ბატონი მურმანის საღამოები სტუ-ში თითქმის ყოველწიურად იმართება და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სტუდენტებში, რაც ყოველთვის აისახება აუდიტორიის სიმრავლეზე.
შეხვედრას, რა თქმა უნდა, პოეზიისა და ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მურმან ჯინორიამ ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლებიდან ითამაშა სხვადასხვა სცენები და წაიკითხა ლექსები.
შეხვვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბატონი მურმანი სტუ-ს კურსდამთავრებული გახლავთ და საუბარიც სწორედ აქედან დაიწყო – მან გაიხსენა სტუდენტობის ის პერიოდი, როცა სტუ-ს თეატში მოღვაწეობდა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.