23 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კარლსრუეს სანდკორნ-თეატრის დასი. სტუმრებმა სტუ-ს თეატრ-სტუდია “მოდი-ნახეს” დარბაზში 24-27 მაისს წარმოადგინეს სპექტაკლები: “ყაჩაღები”,“კონტრაბასი”, “კომედია მატარებელში”, ხოლო 29 მაისს “მოდი-ნახეს” დარბაზში გაიმართა სანდკორნ-თეატრის რეჟისორის ზიგფრიდ კრაინერის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, რომელშიც სტუ-ს ამჟამინდელი და ძველი შემოქმედებითი კოლექტივები იღებდა მონაწილეობას.
29 მაისს, სანდკორნ-თეატრის დასის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ორივე მხარე მიესალმა იმ ურთიერთობას, რომელიც სტუ-ს თეატრ-სტუდია “მოდი-ნახესა” და სანდკორნ-თეატრს უკვე 25 წელია აკავშირებს. შეხვედრაზე ასევე განიხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.