18 მაისს გალერეა ”უნივერსში” ჩეხი არქიტექტორების იან ბოჩანის, პეტერ ნოვაკისა და ოლეგ ჰამანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გოჩა მიქიაშვილმა, გამოფენაზე საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ჩეხეთის ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები და სტუმრები ჩეხეთიდან.
ბოლო პერიოდში საქართველოს მოეძალა უცხოური, არცთუ მაღალი ხარისხის არქიტექტურა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მსგავსი გამოფენები და დათვალიერებები ძალზე მნიშვნელოვან, გარკვეულწილად საგანმანათლებლო როლს ასრულებს როგორც ახალგაზრდა, ასევე პროფესიონალური განვითარებისთვის. ”ეჭვი არ გვეპარება, ეს გამოფენა დიდ იმპულსს მისცემს ქართველი და ჩეხი არქიტექტორების ურთიერთობას, სასიხარულოა ისიც, რომ მიღწეულია შეთანხმება და ზაფხულში ქართველი და ჩეხი სტუდენტების გაცვლითი პროგრამა ამოქმედდება”, - განაცხადა გოჩა მიქიაშვილმა.
”საქართველოსთან ჩეხეთის მეგობრობა და თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია, ინფორმაციის გაცვლა, პრაქტიკის, განათლებისა და მეცნიერების ურთიერთგაზიარება აამაღლებს ინტელექტუალურ პოტენციალს. ვიმედოვნებ ასეთი თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო გააქტიურდება” - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.