2-6 ნოემბერს ქ. სეულში გაიმართა კონფერენცია - ვორკშოპი „თანამედროვე ნანომასალების და მათი სისტემების შექმნისა და კვლევის საკითხები (ნანოკონ კორეა 2015)“. ღონისძიების ფარგლებში ასევე, გათვალისწინებული იყო შეხვედრები კორეის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.
კორეელ და შუა აზიელ მეცნიერებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მეცნიერებმაც, მათ სორის სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა. ქართველი მეცნიერების მოხსენებებმა, როგორც კონფერენციაზე ასევე სასემინარო შეხვედრაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია.
დოქტორმა ბერბერაშვილმა თავისი მოხსენების ძირითადი ნაწილი მიუძღვნა ქართულ-ფრანგულ შრომას იმ ბიო-ობიექტების კვლევის შესახებ, რომლებიც სპექტომეტრული ბიოსენსორების მგრძნობიარე ელემენტების საფუძველს წარმოადგენენ. კონფერენცია მიჰყავდა პროფესორ კერვალიშვილს. მისი გამოსვლები მიეძღვნა ლაზერულ ნანოფირებს და იზოტოპურ მოვლენებს ბირთვულ რადიაციულ სენსორებში.
კორეელმა მეცნიერებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი კორეის მთავრობის წინადადებას საქართველო-ევროპა-კორეის სამეცნიერო ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების შესახებ, თანამედროვე საინფორმაციო სისტემების (მათ შორის ქვანტური) და მყარსხეულოვანი ნანოელექტრონიკის ელემენტური ბაზის განვითარების დარგში. განხილული იქნა მომავალ წელს საქართველოში ერთობლივი კონფერენციისა და შეხვედრების გამართვის საკითხები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.