უნივერსიტეტში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირი (GEAR)
12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის (GEAR) დაფუძნების ცერემონია გაიმართა.
ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფ. გიორგი ძიძიგურმა წარმოადგინა პრეზენტაცია „სტუ-ს სტრატეგიული ხედვა და საგანმანათებლო სივრცის განვითარების ძირითადი ტენდენციები“.
სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის აქტივობები გათვალისწინებულია:
პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირების დამყარება
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და კვლევა
განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროფესიებისა და სპეციალობების განსაზღვრა და მათთვის ზოგადი კომპეტენციების დადგენა
სათანადო კურიკულუმების შექმნა/მოდიფიცირება სპეციფიკური კომპეტენციების შესაბამისად, პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით
სტუდენტთა შერჩევა, პროფესიონალური ორიენტაციის უზრუნველყოფა და HR ინკუბატორის დაფუძნება
სტუდენტთა წარდგენა სათანადო ვაკანტურ პოზიციებზე, კომპეტენციებზე ორიენტირებული ტრეინინგების უზრუნველყოფა და სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში მათი წარმოდგენა
შესაბამისი მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფა
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ცნობილი ადგილობრივი და უცხოური საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.