29 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია: “ახალი ტექნოლოგიები თანამედროვე მრეწველობაში”.
კონფერენცია პროფესორ ნიკოლოზ შენგელაიას ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ო. ზუმბურიძემ გახსნა. მსმენელებს მიესალმნენ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ო. გელაშვილი და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმთა მოდელირებისა და ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლ. დემეტრაძე.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ოთხი სექცია: ახალი ტექნოლოგიები (სხდომის თავმჯდომარეები თ. მეგრელიძე, ნ. დავითაშვილი), ქიმიური ტექნოლოგიები და ახალი მასალები (სხდომის თავმჯდომარეები გ. ცინცაძე, დ. ხუციშვილი), ზუსტი მეცნიერება (სხდომის თავმჯდომარეები ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ჩხუბიანიშვილი), ეკონომიკა და ბიზნესის მართვა (კ. ღურწკაია, მ. ტყეშელაშვილი).
კონფერენციის მეორე დღეს, 30 აპრილს, დაგეგმილია კონფერენციის შედეგების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ექსკურსია ქალაქგარეთ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.