“DocsVision” კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
2010 წლის მარტში “DocsVision” კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს “DocsVision” ბიზნეს–პროცესებისა და დოკუმენტების მართვის სისტემის შესწავლას. ხელშეკრულების ფარგლებში, სასწავლო - სადემონსტრაციო მიზნებისათვის, სტუ - ს “DocsVision” აქტუალური ვერსია ანაზღაურების გარეშე გადაეცემა.
“DocsVision” სწავლება იწარმოებს ჰუმანიტარულ - სოციალური ფაკულტეტის ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის მიმართულებაზე. ახალი სასწავლო წლიდან 100 სტუდენტი დაიწყებს “DocsVision” შესწავლას დისციპლინებში: „საინფორმაციო ტექნოლოგიები“ და „ბიზნეს პროცესების მოდელირების საფუძვლები“. სასწავლო კურსში გათვალისწინებულია თეორია - 8 სთ, პრაქტიკა - 8 სთ, ასევე საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების შესრულება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.