მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან საუბრების ტრადიცია გრძელდება. 14 აპრილს გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მეუფემ სტუდენტებთან საუბარი გააგრძელა თემაზე -„საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“. მან დაწვრილებით გააცნო ახალგაზრდებს საქართველოს მეფეების ურთიერთობები როგორც რომის, ასევე ბიზანტიის იმპერიასთან. მან ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად საქართველოს უდიდესი მეფის ფარსმან მეორის( ქველის) მოღვაწეობა მოიყვანა. როგორც ცნობილია, I საუკუნეში იბერთა მეფეს რომის იმპერატორმა პატივისცემისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად, მოქანდაკეებს რომში ცხენზე ამხედრებული ფარსმან ქველის ძეგლი დაადგმევინა.
დასასრულ, მიტროპოლიტმა სტუდენტთა მიერ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.