ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი
ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი
17-07-2015
უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა
17 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები: უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. სტანისლავ ნიკოლაენკო; მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ვადიმ კონდტრატიუკი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, პროფ. ვადიმ ტკაჩუკი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფ. გიგა ქვარცხავა.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.