ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში და ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარის, პროფ. სუ კუანდის დაჯილდოება
1 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის საინჟინრო აკადემიისა და ჩინელი ხალხის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლების დელეგაცია, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარის, პროფ. სუ კუანდის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანია ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა.
ჩინეთის დელეგაციის სტუმრობისას მეტალურგიასა და საინჟინრო სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, განათლების რეფორმაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობისთვის ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარეს, პროფ. სუ კუანდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.