8 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და სტუ-ს “ევროპისმცოდნეთა კლუბის” ერთწლიანი საქმიანობის პრეზენტაცია. “ევროპისმცოდნეთა კლუბი”, რომელიც მრავალი საინტერესო ღონისძიების და წამოწყების ინიციატორად გვევლინება, უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ევროპისმცოდნეობის სპეციალობაზე
კლუბის პრეზიდენტმა ნინო გელაშვილმა ისაუბრა კლუბის საქმიანობასა და მიზნებზე. სტუმრების წინაშე “ევროპისმცოდნეთა კლუბის” მიერ განხორციელებულ პროექტები მიმოიხილა ვიცე-პრეზიდენტმა მარიამ ბაგაურმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ბატონი ოლივერ რაიზნერი, რომელმაც ისაუბრა განათლების სფეროში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე; თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშემ ბატონმა ნები გუმუშმა გამოთქვა სურვილი მომავალში მჭიდრო ურთიერთობის შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ბატონმა ლევან კლიმიაშვილმა, უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა ბატონმა ჯემალ გახოკიძემ, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა რუსუდან ქუთათელაძემ თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ კლუბს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების გაცნობის თვალსაზრისით. აკადემიკოსმა ნანა ხაზარაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის ისტორიისა და იდენტობის საინტერესო საკითხებზე. პროფესორებმა: ია ხუბაშვილმა და მანანა ანდრიაძემ პოზიტიურად შეაფასეს კლუბის საქმიანობა და გამოთქვეს მომავალში უფრო აქტიური ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საჯარო სკოლების უფროსკლასელები.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და “ევროპისმცოდნეთა კლუბის” კოორდინატორი ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.