პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
17 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგესთან, პროფ. იან ბოჩანთან და მის ასისტენტთან, იაკობ კონაპასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა არქიტექტურულ სწავლებაში ევროპული განათლების გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ევროპული სტანდარტებით მომზადება.
დაიგეგმა პროექტის განხორციელება, რომელიც ერთობლივი ნამუშევრების კატალოგის გამოცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფინანსურ მხარეს ჩეხები მთლიანად უზრუნველყოფენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.