10 თებერვლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “სტუ-სსტუდენტურიმოძრაობის” ახალი პროექტის - “სტუ-სსაინფორმაციოცენტრი”-ს განხორციელება იწყება. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების ინფორმირებას შემდეგ თემებზე: სტუ-ს კამპუსის გეგმა, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამსახურების, კათედრების, დეკანატების და ა.შ. ადგილმდებარეობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია; გათვითცნობიერებას სტუდენტის უფლებებსა და მოვალეობებში, თვითმმართველობის პრინციპებისა და სტუდენტების უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობებში. პროექტის ფარგლებში სტუ-ს კორპუსებში დამონტაჟდება „ნდობის ყუთები“, ასევე შეიქმნება საინფორმაციო „ცხელი ხაზი“. პროექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტ-ახალგაზრდობის ინფორმირების ხარისხი და მიეცეთ შესაძლებოლობა საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და რეალიზების.
პროექტი ხორციელდება “სამოქალაქოინსტიტუციონალიზმისგანვითარებისფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ - “სტუ-სსტუდენტურმოძრაობას” ან დარეკეთცხელხაზზე36 33 45
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.