საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს ანალიზისა და საინფორმაციო რესურსების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტური ადგილის (1 საშტატი ერთეული) დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგის სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ასევე კონკურსანტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლის სტაჟი.
კონკურსში მონაწილობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
ერთი სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც ეხება ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდურ-პრაქტიკულ საკითხებს და განმცხადებლის აზრით წარმოადგენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
შესაბამისი დარგის 1 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს განმცხადებელს (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი).
საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, 17:00 საათამდე.
მისამართი: 0179, თბილისი, კოსტავას 1ქ.#47, მე-6 სართული, ოთახი 18.
კონკურსში მონაწილეობისათვის სასურველია საბუთები წარმოდგენილი იყოს აგრეთვე ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა იქნეს მოწოდებული დისკით, ან გაიგზავნოს მისამართზე: tech@caucasus.net
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.