საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
"ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები"
2010 წლის 17-18 ივნისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები”.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. კვების მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიები;
2. ჯანსაღი კვების პრობლემები და სასურსათო უსაფრთხოება;
3. ეკოლოგია და გარემოს დაცვის პრობლემები;
4. ახალი ფარმაცევტული, ბიოფარმაცევტული და ფარმაკოლოგიური ტექნოლოგიები;
5. მსუბუქი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები, მასალები და დიზაინი;
6. ტექსტილის მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები, მასალები და დიზაინი;
7. თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიები და მასალები;
8. მცენარეული ნედლეულის ქიმიის და ქიმიური ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები;
9. დარგის ეკონომიკა და მენეჯმენტი;
10. დარგის ახალი მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები;
11. დარგის საინფორმაციო ტექნოლოგიები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ქუთაისი. თამარ მეფის ქ. №59, კორპუსი I. მწვანე დარბაზი;
კონფერენციის ჩატარების დრო – 2010 წელი 17-18 ივნისი, დასაწყისი 11-00 სთ;
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2010 წლის 30 მარტამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ბარათი (თანდართული ფორმით);
- სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია;
- საორგანიზაციო ხარჯებისათვის თანხის გადახდის ქვითარი.
საორგანიზაციო შენატანი – 40 ლარი
კონფერენციის სტუმრები უზრუნველყოფილი იქნებიან სასტუმროთი – ნაღდი ანგარიშსწორებით.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საქართველო, 4600, ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. №98, II კორპუსი, ოთახი ¹126
საკონტაქტო პირები:
მერაბ შალამბერიძე
აწსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი
ტელ. (8231) 2 03 33 მობ. (99599) 37 70 50
გულნარა ხეცურიანი
კონფერენციის სწავლული მდივანი
ტელ. (8231) 3 41 32 მობ. (99598) 26 36 07