აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი პერსპექტივები
23 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრებს. ღონისძიება გახსნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზემოხსენებული სამინისტროებისა და ასევე, სსიპ სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
სტუმრები შეხვდნენ სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მათ ისაუბრეს დარგის პერსპექტივებზე და გასცეს პასუხები ახალგაზრდების შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა. ბაკალავრიატში პირველკურსელთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია. ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც. ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.