სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ელენე იორდანიშვილმა გაიმარჯვა.
26 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ელენე იორდანიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტია. დოქტორანტის ხელმძღვანელები არიან პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი (სტუ) და პროფ. ნადიმ ჯონ შა (იულიხი. INM-4). ქართველი დოქტორანტი სადოქტორო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 3 წლის განმავლობაში შეასრულებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.