საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სტუ-ს აკადემიური პროგრამების როგორც ძირითად, ისე მოწვეულ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე ამერიკის აიოვას უნივერსიტეტის „სწავლასა და სწავლებაში დახელოვნების ცენტრის„ (CETL) უახლესი ტრეინინგ პროგრამების მიხედვით (გაიცემა ამერიკულ-ქართული სერტიფიკატი). ტრეინინგები უფასოა სტუ-ს ძირითადი (აკადემიური კონკურსით გასული) თანამშრომლებისთვის. მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ტრეინინგების მრავალფეროვან თემატიკას ცენტრის საიტზე (hpep.ge).
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ: კოსტავას 68, სტუ-ს I კორპუსი (გალერეა უნივერსი); ელ.ფოსტა: t-tsertsvadze@mail.ru; ტელეფონი: 2 33 30 51.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) ცნობა სტუ-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან;
ბ) მოკლე CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ელ. ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
რეგისტრაცია დაიწყება ა/წ 24 ნოემბერს და გაგრძელდება 15 დეკემბრამდე. ტრეინინგების დაწყებისა და მსვლელობის გრაფიკის შესახებ დარეგისტრირებულ პირებს ინფორმაცია გაეგზავნებათ პერსონალურად ელ. ფოსტის საშუალებით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.