14 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საზეიმო საღამო გამართა. საზეიმო საღამო მიეძღვნა ფაკულტეტის იმ ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურების აღნიშვნას, რომლებსაც მიმდინარე წელს უკვე შეუსრულდათ საიუბილეო თარიღები. მათ შორის არიან ქალბატონები ნანული თევზაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ბატონები გია შაიშმელაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, ჯუმბერ მალაღურაძე, შალვა გოგოლაძე და გივი ბერიძე.
მადლიერმა კოლეგებმა და მოწაფეებმა საღამოზე საზეიმოდ აღნიშნეს ამ ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერების მიერ გაწეული ამაგი და დამსახურება საქართველოში არქიტექტურული პროფესიის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა არქიტექტორების აღზრდის მეტად მნიშვნელოვან საქმეში. მათ გადაეცათ სტუ–ს რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ხელმოწერილი მისალოცი ადრესები და ჯილდოები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.