11-13 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ავსტრიელი დიზაინერი, ჯეიმს სკოუნი ჩაატარებს სემინარს „ვენური გრეხილი სკამების დიზაინი“ (11:00 საათიდან 17:00 საათამდე).
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა მიიტანონ ძველი სკამი და შემდეგი ინსტრუმენტები: ხერხი, ბურღი, სტეპლერი (ხის), ფიცრები. საჭირო მასალის შეძენა შესაძლებელია სემინარის დროსაც, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სკამის გაკეთებას გადაწყვეტენ მონაწილეები.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეების მიერ გაკეთებული სკამები გამოიფინება უნივერსიტეტის ეზოში. სემინარზე დასწრება თავისუფალია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ 10-15 სტუდენტი). მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ (საკონტაქტო ნომერი: 599551216). რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.