საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდა 2014“-ში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მასშტაბებს ზრდის. ლეგენდა უკვე მეექვსედ ჩატარდება და მასში წელს, თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან.
მონაწილეობის მსურველებმა 12 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გაგზავნონ პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი თაბახის გვერდისა (ჟანრი და თემა შეუზღუდავია) და შევსებული ანკეტა.
უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია “ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს: I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.