პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა აუდიტორიას და შეაფასა პროექტი.
პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა) საბაკალავრო პროგრამები.