კონკურსი ფორექსის კურსის მასწავლებლებისთვის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული „ვენჩურული ბიზნესის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“ ( e-mail: venture.business@gtu.ge ) აცხადებს ფორექსის კურსის მასწავლებელთა კონკურსს (ანაზღაურება საათობრივი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც სტუ-ს აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, დოქტორანტებს, აგრეთვე პროფესიონალ თრეიდერებს/საბროკერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასწავლო კურსი ითვალისწინებს ფორექსის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2014 წლის 28 ივლისი.
კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.