მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა
საყურადღებოდ!
“ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი “ერთად”
ა ც ხ ა დ ე ბ ს კ ო ნ კ უ რ ს ე ბ ს შ ე მ დ ე გ პ რ ო ე ქ ტ ე ბ ზ ე :
ვებგვერდის შექმნა ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლისთვის;
„საქმიანი თამაში“ მომავალი ბიზნესმენებისთვის;
„ავტომატური თარგმანის სისტემის შექმნა“;
„საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებპორტალის შექმნა“
სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მობრძანდნენ ჩვენთან, სპეციალური განაცხადის შესავსებად.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 ივნისი.
ჩატარდება გასაუბრება, შემდეგ დაიდება ხელშეკრულება.
პროექტში მონაწილე სტუდენტები, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.
აუცილებელია, კონკურსანტი ფლობდეს პროგრამირების ენას (სასურველია C #), ასევე, შეეძლოს ინგლისურ (ან სხვა უცხოურ) ენაზე სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება-გარჩევა ინტერნეტის საშუალებით.
ჩვენი მისამართია: სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.
ტელეფონი: 236-41-28. 64-47.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.