საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის (კერძოდ, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისათვის) იწყებს პრაქტიკული სამართლის კლინიკური პროგრამის განხორციელებას. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც იურიდიული სწავლების შემადგენელი კომპონენტი და მისი გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ 10 კრედიტს.
პრაქტიკული სამართლის პროგრამა გულისხმობს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; კონფლიქტების მოგვარება.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის კლინიკაში (მე-6 კორპუსი, ოთახი ¹921). განაცხადები მიიღება 5 ოქტომბრის ჩათვლით. კლინიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება 7 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართ პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორს ნინო ხარატს
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.