სტუ-მ თელავის სკოლას ელექტრონული სასწავლო ტექნოლოგიები გადაეცა
10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა. სკოლაში უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა ვირტუალური მოდელებისა (ქართული, ბუნება, მათემატიკა, ფიზიკა) და რეალურ-ვირტუალური ცდების დემონსტრირება გამართეს, ასევე წარმოადგინეს დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.
პროგრამა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თელავის მესამე საჯარო სკოლას გადასცა მოიცავს შემდეგს: ვირტუალური სწავლების საშუალებები; ქართული ენის შესასწავლი სრული კურსი 1-12 კლასები; დაწყებითი კლასებისათვის მათემატიკა, ბუნება, მუსიკა; ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების პაკეტი; რეალური ლაბორატორიული სამუშაოები; თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა; ინერციის მომენტის განსაზღვრა; გამტარის წინაღობის გეომეტრიულ პარამეტრებზე დამოკიდებულების შესწავლა. რეალურ ლაბორატორიულ სამუშაოებს თან ახლავს შესაბამისი თეორიის აღწერა და ჩატარების მეთოდური მითითებები, რაც ასევე გადაეცა სკოლას.
ახალი პროგრამები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტაციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ, ჩაატარონ რეალური დისტანციური სამუშაოები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.