საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014"-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა. სტუდენტური დღეები წელს ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრებები გაიმართა. "სტუდენტურ დღეებს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს. სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები სპორტის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური მიმართულებით. პროექტში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური ავლენს. წელს სტუდენტური დღეების ღონისძიებებში მონაწილეობდა 47 უმაღლესი სასწავლებელის 3 ათასამდე სტუდენტი.
სტუდენტური დღეები 6 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ დაიხურა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.