13 ივლისს სტუ თეატრ-სტუდია მოდი-ნახეში სპექტაკლ “ფიროსმანის” პრემიერა გაიმართა. ვ. კოროსტილევის “ფიროსმანის” პირველი დადგმა სტუ სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სცენაზე 1990 წელს განხორციელდა. სპექტაკლი დიდი წარმატებით იქნა ნაჩვენები ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 1993 წელს უნივერსიტეტების თეატრალური კოლექტივების მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე აღნიშნულმა სპექტაკლმა გრან-პრი დაიმსახურა.
14 ივლისს სტუ თეატრ-სტუდია “მოდი-ნახე” სპექტაკლ “ფიროსმანის” საგასტროლო ჩვენებების მოწყობის მიზნით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, თეატრის მუსიკოსები მონაწილეობას მიიღებენ დურლახის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.