8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მედია ცენტრში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი) განათლების და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ბრიფინგი გამართეს.
საერთო სამაგისტრო გამოცდა წელს პირველად ტარდება. გამოცდის პირველ ორ ნაწილს 5 444 მაგისტრანტობის კანდიდატი 8 ივლისს ჩააბარებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შემდეგ, მაგისტრანტობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას სპეციალობაში, რომელსაც განსაზღვრავს და ატარებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საერთო სამაგისტრო გამოცდები ერთის მხრივ არის ჩარიცხვის, მეორეს მხრივ, სასწავლო გრანტის გაცემის კომპონენტი. სამინისტრო 2 250 ლარის ფარგლებში 1 000-მდე მაგისტრანტს დააფინანსებს.
მაგისტრატურის კანდიდატებს ანალიტიკური წერის, ვერბალური კომპეტენციის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის უნარები შეუმოწმდებათ. ტესტი 4 შესაბამისი ნაწილისაგან შედგება და თითოეულ ნაწილზე კონკურსანტები 1 საათს იმუშავებენ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
ყველა აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად;
იმ აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, რომლებიც გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
საერთო სამაგისტრო გამოცდის კიდევ ორ ნაწილს კონკურსანტები 10 ივლისს ჩააბარებენ.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.