ფერარას უნივერსიტეტი (იტალია) აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტებისათვის, მათ შორის სამი სტიპენდიათა პროგრამას წარმოადგენს.
კონკურსში გამარჯვებული აპლიკანტებისათვის სწავლა დაიწყება 2010 წლის 1 იანვრიდან.
სტიპენდიათა პროგრამა გულისხმობს ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით და აპლიკანტისათვის IUSS-ფერრარა 1391 კოლეჯის საცხოვრებელი ოთახის ღირებულების განახევრებას. დამატებითი საცხოვრებელი ადგილები ასევე იქნება განხილული.
დედლაინი: 2009 წლის 13 ივლისი.
ონლაინ წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.
აპლიკანტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტები საგამოცდო ნიშნების მითითებით. (დიპლომის ასლები და დიპლომის დანართები)
სულ მცირე ორი სარეკომენდაციო წერილი.
CV.
აპლიკანტის კვლევითი პროექტი. (მაქსიმუმ 3 გვერდი)
სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს აპლიკანტის კვლევით პროქტს.
ყველა ზემოხსენებული დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ან იტალიურ ენაზე შესრულებული.
ხოლო 2009 წლის 15 ივლისისთვის ფოსტით უნდა გაიგზავნოს ხელმოწერილი ასლი განაცხადისა პასპორტის ფოტოასლთან ერთად შემდეგ მისამართზე:
”Rettore dell'Università degli Studi di Ferrara, Ufficio Dottorato e Alta Formazione, Via Scienze 41/b, 44100 - Ferrara" , fax +39 0532 455285
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.