საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა “ მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია” (V-VIII კლასის მოსწავლეთათვის). საკვირაო სკოლაში ტარდება მეცადინეობები დაპროგრამების ენებში, სახალისო მათემატიკაში, საუბრები ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე.
დაპროგრამების ენების პროგრამა:
1. დაპროგრამების ენა C++-ის სრულყოფილი შესწავლა.
2. მონაცემთა დახარისხებისა და თანამედროვე ძებნის მეთოდების ალგორი თ მების განხილვა და შესაბამისი პროგრამული რეალიზაცია C++ დაპროგრამების ენაზე.
3. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითად ი საკ ი თხების: ობიექტები, კლასები, პოლიმორფიზმი, აბსტრაქცია, მემკვიდრეობითობა, ინკაფსულაცია (კლასის რეალიზაციის გამოყოფა მისი ინტერფეისისაგან), განხილვა და შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტა.
4. C++ დაპროგრამების ენის ბაზაზე ტექსტურ ფაილებთან მუშაობა.
5. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ენა Java-ს განხილვა.
6. კლ ა სები Java-ში, ობიექტები, მეთოდები. მეთოდების ხელახალი განსაზღვრა და გადა ტ ვირთვა. რევერსული მეთოდები.
7. განსაკუთრებული სიტუაციების ავტომატური და ხელით დამუშავება Java -ში.
8. პაკეტები და ინტერფეისები. პაკეტების იმპორტირება.
9. გრაფიკული ობიექტები. Swing კლასი და მისი შესაძლებლობები.
10. გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობის ჩადგმული მეთოდები Java -ში.
სწავლება უფასოა .
„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ ჩარიცხვის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე (http://ertad.gtu.ge/), ან მობრძანდით აღნიშნულ მისამართზე.
მისამართი : სტუ , VI კორპუსი . V სართული, ოთახი 510ა, “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური – ერთად”, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 236-41-28, მობ. 551 79-91-99
მეცადინეობები ტარდება შაბათ ობით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.