შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
23 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი. ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები , პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები .
იონას პასლაუსკასმა ისაუბრა ქართულ - ლიტვურ ურთიერთობაზე , ლიტვურ დიასპორაზე საქართველოში , განათლების საკითხებზე . შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდი წარმატებით ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება ლიტვაშიც .
1- ლი სექტემბრიდან ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყებს ფუნქციონირებას . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით , ლიტვაში ერთი წლის ვადით სპეციალურად იქნება მივლენილი ქართული ენის პედაგოგი , თსუ - ის პროფესორი .