10 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სტუდენტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივა გააცნო. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს.