საერთაშორისო კონფერენცია ‘’ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება’’
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრი 2009 წლის 28-30 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეათე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას «ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება».
კონფერენციაზე განხილული იქნება აგრეთვე ლათინური ამერიკისა და კანადის საკითხები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის შესწავლის ცენტრი, კორპუსი 2, ოთახი 53 (ან ჯავახიშვილის დარბაზი, ი. ჭავჭავაძის პრ. 1, კორპუსი I))
კონფერენციის გახსნა: 2009 წლის 28 მაისი, 11:00 ჯავახიშვილის დარბაზი, ი. ჭავჭავაძის პრ. 1, კორპუსი I))
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
-
მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
-
მოხსენების სრული ტექსტი (6-7 გვერდი, აკადნუსხური შრიფტი, ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1,5)
-
რეზიუმე (მაქსიმუმ 300 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
-
ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის)
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრი
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
ტელ/ფაქსი: 232688, 250678