საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების ფორუმი - 2023“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების ფორუმი - 2023“ გაიმართა

30-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით,საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მასშტაბური ღონისძიება - „დასაქმების ფორუმი - 2023“ გაიმართა.

დასაქმების ფორუმით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს  ღონისძიებათა ციკლს, რომელიც 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილებას ეძღვნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების ფორუმზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე -ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

საუნივერსიტეტო „დასაქმების ფორუმი - 2023“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მიმართულებით, ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სტუდენტებსა დაკურსდამთავრებულებს და ისინი საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედ ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ბიზნესკომპანიებთანსაუნივერსიტეტო სივრცეში დააკავშიროს. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მიერკურსდამთავრებულთა და სტუდენტთათვის ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე ქართული კომპანიების ასეთი სიმრავლეა. საუნივერსიტეტო ფორუმმა მართლაც შთამბეჭდავი მასშტაბები შეიძინა - წარმოდგენილია ქვეყნის შრომის ბაზარზე მოქმედი ასზე მეტი ავტორიტეტული კომპანია, რომლებიც ახალგაზრდებს აქტიურ ვაკანსიებსა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებსსთავაზობენ. ეს პროფესიის მიხედვით დასაქმების უნიკალური შესაძლებლობაა. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული მიდგომების საუნივერსიტეტო სივრცეში გააქტიურებაქვაკუთხედია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების უწყობს ხელს და მეორე მხრივ, უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნებასდა მათი რიგების ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრებით შევსებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეულ დამსაქმებელ ორგანიზაციას სწორედ უნივერსიტეტის მიერ აღზრდილ კვალიფიციურკადრებზე დაყრდნობით, დიდი წვლილი მიუძღვისქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმის მონაწილეებსმიესალმნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოსააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე. მათ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებსწარმატებები უსურვეს.



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე, რომელიც ადმინისტრაციული კორპუსის მიდებარე ღია სივრცეში მოეწყო, 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის სტენდი იყო განთავსებული. დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა სტუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია, ასევე სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამები შესთავაზეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს და კონსულტაციის გავლის შედეგად, სასურველი ვაკანსიები შეარჩიეს და განაცხადები ადგილზე შეავსეს.    

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი დასაქმების ფორუმი საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეორედ გაიმართა.  

„გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, საქართველოს ტექნიკურ უნიუნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, იყოს ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის. ამ ჭრილში, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც პირველად შარშან გაიმართა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტრადიციულ სახეს მიიღებს", - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სტუ-ის „დასაქმების ფორუმი - 2023”-შიმონაწილეობდნენ დამსაქმებელი ორგანიზაციები: 

სს საქართველოს რკინიგზა, შპს "ანაგი", სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიეო სამსახური, სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, მიწის მდგრადი განვითარებისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შპს "მშენექსპერტი", დომუსი, GWP, შპს ჯეო გრუპი, ჰაიდელბერგცემენტი, ელთ ბიზნეს ჯგუფი, კომპანია "სი ემ სი" ჯგუფი, Metta, Apart Development, CMC, გორგია, კოლუმბია შიპ მენეჯმენტი, შპს „ლოლუ გრუპი“, Getworker, "პრაიმ ბეტონი", Preoperty Georgia, შპს ჰიდროდიაგნოტიკა, Famaga group, "ევრომასტერი", კონტეინერი, სს "ენერგო-პრო ჯორჯია", საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, სს „ენერგონი“, Insta, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ნეო ტექი, შპს RMG GOLD, შპს "საქნახშირი" (ჯი-აი-ჯი ჯგუფი), თბილისი ენერჯი, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, სს “გეფა“, ფარმსახლი, სს “რუსთავის აზოტი”, შპს „ავერსი-ფარმა“, პსპ ფარმა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, იმპექსი აფთიაქი, სანტე-ლაქტალის ჯორჯია, ევექსის კლინიკები, ისი პარი, მინის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაSISECAM, თოდუას კლინიკა, შპს ავტობანი 2000, შპს "ამბოლი", შპს "ინტერნეშენალ ბეიკერ ჰაუს", სს „თეგეტა“, ს.ს „გრინვეი“,  აეროპორტების გაერთიანება „ტავ ურბან საქართველო“, ნოვა, Transporter, შპს გრავიტა, ტეგ ლიფტი, შპს „ეს კო ეს“, არქიტექტურული კომპანია “ელსიჯი სოლუშენ”, “ნიკორა წარმოება”, „ნიკორა ტრეიდი“, ლიბრე, მაგნიტი, კარფური, აგროჰაბი, სს გუდვილი, „მაკდონალდსი საქართველო“, კრედო ბანკი, საქაქრთველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, „სუფთა სახლი“, Elit Eleqtronics, სასტუმრო „შერატონი“, სასტუმრო Hiltton, სასტუმრო Marriott, Wyndham Grand Tbilisi, აჭარა ჯგუფი - Holiday Inn, Rooms, Lolita, Fabrika, Stamba, “საქპატენტი”, Sharm, FMG Soft, Cenomi Retail Georgia, Oti Estate, Financial Outsorce, კომპანია ლემონს გრუპი, ICR, ახალი ქსელები, შპს “იუ ჯი თი”, Making Scince Sweeft, TV იმედი, HUAWEI, Alta, ინტელკომ ჯგუფი, შპს ღვინის კომპანია “შუმი", მარგებელი ჰოლდინგი, შპს  ნობლექსი.

სიახლეებში დაბრუნება