
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზისტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,პროფესორმა თეიმურაზ ბარაბაძემ, სამთოტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ და ნავთობისა დაგაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორმანანი ხუნდაძემ, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისოსამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „ჰეიდარალიევი და აზერბაიჯანის ნავთობის სტრატეგია: მიღწევები ნავთობისა და გაზის გეოლოგიასა დაგეოტექნოლოგიაში“, წარმოდგენილი იყვნენმეცნიერები ოცზე მეტი ქვეყნიდან. ორდღიანღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენაზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისპრეზიდენტი ისა ჰაბიბბეილი და SOCAR-ისწარმომადგენლები.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანისმოადგილე ნინო მაისურაძის განცხადებით, კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის„ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორითეიმურაზ ბარაბაძე და „სამთო ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ირაკლიგუჯაბიძე.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულკონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანისრესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლებისსამინისტროს ნავთობისა და გაზის ინსტიტუტსა დასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორისსამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა.